მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში საქართველოს ჭადრაკის ჩემპიონატი დასრულდა
29 აპრ 2015
 

29 აპრილს, მარნეულის  მუნიციპალიტეტში წარმატებით დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი ჭადრაკში ახალგაზრდებს შორის, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან 10-14-18  წლის  200-მდე  ახალგაზრდა.

ჩემპიონატი ჩატარდა მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით , საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისა და  მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით.
სულ გამოვლინდა 18  გამარჯვებული ,რომლებიც საჩუქრებით, დიპლომებით, მედლებითა და თასებით დაჯილდოვდნენ. 
აღსანიშნავია,  რომ ჭადრაკის ჩემპიონატის დახურვას ესწრებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ქამანდარ ისმაილოვი.  მან სიტყვით მიმართა  მონაწილეებს, მიულოცა  გამარჯვება და წარმატებები უსურვა საჭადრაკო კარიერაში.

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2596
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2077
სექ 19 სამ 2023
2322
ივლ 05 ოთხ 2023
2480
 
 
სიახლეები
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031