მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სოფელ იმირში არქეოლოგიური უბნების კონსერვაცია დასრულდა
29 აპრ 2015
 

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ იმირში საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მიმდინარე  საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი საერთაშორისო პროექტის „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა“ - ფარგლებში აღმოჩენილი ძვ.წ. VI ათასწლეულით დათარიღებული არქეოლოგიური უბნების   კონსერვაცია დასრულდა.

კონსერვაციის პროცესს   მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მერაბ თოფჩიშვილის ინიციატივით   ადგილობრივი თვითმმართველობის  თანამშრომლები დაესწრნენ. უძველესი არქეოლოგიური აღმოჩენა მოინახულა მარნეულის დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა მამა ილია ჭიღლაძემაც, რომელმაც ისტორიული ძეგლის უნიკალურობასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ  არქეოლოგიური გათხრების შედეგად ქვემო ქართლში აღმოჩენილია VI ათასწლეულით დათარიღებული, უძველესი ყურძნის წიპწები. კომპლექსური კვლევის შედეგად დგინდება, რომ ველური ვაზი ადამიანმა პირველად საქართველოს ტერიტორიაზე მოიშინაურა და შემდეგ უკვე კულტურული ვაზისგან ღვინო დაწურა. კერამიკული ჭურჭლის ანაფხეკებში აღმოჩენილია კულტურული ვაზის მტევრის მარცვლები, რაც ამ ჭურჭელში ღვინის არსებობის დასტურია.
აღსანიშნავია, რომ სოფელ იმირში ექსპედიციას ხელმძღვანელობდა  ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური კოლექციების მთავარი კურატორი მინდია ჯალაბაძე.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2583
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2083
სექ 19 სამ 2023
2325
ივლ 05 ოთხ 2023
2482
 
 
სიახლეები
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031