მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენა სოფელ იმირში
27 აპრ 2015
 

დღეს,  მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ იმირში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილეებმა კახაბერ გუგეშაშვილმა და რამინ ისმაილოვმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა, გამგებლის მოადგილემ თემურ ბერიძემ, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძემ, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილმა და ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ასოციაცია „ქართული ღვინის“ წარმომადგენლებმა ძვ.წ. VI ათასწლეულით დათარიღებული არქეოლოგიური აღმოჩენები მოინახულეს.

2014 წლიდან საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მიმდინარეობს საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი საერთაშორისო პროექტი „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა.“ პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი სხვადასხვა ისტორიული ეპოქის ვაზის ნაშთების ლაბორატორიული შესწავლა, არქეოლოგიური მასალის ბიოქიმიური კვლევა, ასევე ნიადაგურ-კლიმატური და გენეტიკური რესურსების შესწავლა-დახასიათება და სხვა. 
არქეოლოგიური გათხრების შედეგად ქვემო ქართლში აღმოჩენილია VI ათასწლეულით დათარიღებული, უძველესი ყურძნის წიპწები. კომპლექსური კვლევის შედეგად დგინდება, რომ ველური ვაზი ადამიანმა პირველად საქართველოს ტერიტორიაზე მოიშინაურა და შემდეგ უკვე კულტურული ვაზისგან ღვინო დაწურა. კერამიკული ჭურჭლის ანაფხეკებში აღმოჩენილია კულტურული ვაზის მტევრის მარცვლები, რაც ამ ჭურჭელში ღვინის არსებობის დასტურია.
ძეგლის არქეოლოგიური შესწავლით დგინდება, რომ ამ პერიოდში იწყება მიწათმოქმედების აღმავლობა და საზოგადოება გადადის ცხოვრების ახალ ეტაპზე.  ჩნდება პირველი მეურნეობის ნიშნები, იწყებენ ცხოველების მოშინაურებას.
აღსანისნავია, რომ ქართველ მეცნიერებთან ერთად პროექტში მონაწილეობენ პენსილვანიის, მილანის, კოპენჰაგენის, ტორონტოს უნივერსიტეტის, ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტისა და მონპელიეს აგრარული კვლევის ინსტიტუტის მკვლევარები. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის  წევრ-კორესპონდენტები დავით ლორთქიფანიძე.
2014 წლიდან ექსპედიცია პროექტის „ქართული ვაზის და ღვინის კულტურის კვლევა“ ფარგლებში მიმდინარეობს. სამუშაოების შედეგად გამოვლინდა საცხოვრებელი ნაგებობები, სხვადასხვა შრომის იარაღები, ჭურჭელი, სამეურნეო ორმოები და სხვა. აღმოჩენილი მასალის დამუშავების  და პალეო-ბოტანიკური კვლევის შედეგები კიდევ უფრო ნათელ სურათს შექმნის საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უძველესი მეღვინეობა-მევენეხეობის კულტურის შესახებ.  

 

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3419
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2076
სექ 19 სამ 2023
2322
ივლ 05 ოთხ 2023
2480
 
 
სიახლეები
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031