მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სოფელ ყულარში მდინარე ხრამის ნაპირსამაგრი სამუშაოები დასრულდა
27 აპრ 2015
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულარში, მდინარე ხრამზე დასრულდა ნაპირსამაგრი სამუშაოები. პროექტის ფარგლებში განხორციელდა  მდინარე ხრამის მარჯვენა ნაპირის გამაგრება  ქვანაყარი ბერმით.

ვინაიდან სიტუაცია იყო ისეთი, რომ  მდინარის მარჯვენა ნაპირი აღნიშნულ სოფელში,  წლების განმავლობაში ირეცხებოდა  და განიცდიდა  ჩამოშლას,  მდინარის კალაპოტის გადმონაცვლების გამო  სოფელმა დაკარგა სასოფლო-სამეურნეო მიწების გარკვეული ნაწილი. 
აღნიშნული პრობლემის სიმწვავიდან გამომდინარე, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან გამოიყო 145 000 ლარი. პროექტის ფარგლებში, ქვანაყარი ბერმა ეწყობა წინასწარ მომზადებული, ნაპირის ფერდობზე ხრეშოვან ზვინულზე (ქვეშსაგებზე)1.0 მ დიამეტრის ბაზალტის ქვებისგან.  
ნაპირსამაგრი ნაგებობის საერთი სიგრძე შეადგენს 780 მეტრს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3057
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2079
სექ 19 სამ 2023
2322
ივლ 05 ოთხ 2023
2480
 
 
სიახლეები
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031