მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

საქართველოს ჩემპიონატი ბატუტზე ხტომებში წარმატებით დასრულდა
26 აპრ 2015
 

25 აპრილს , დასრულდა 2015 წლის  საქართველოს ჩემპიონატი ბატუტზე ხტომებში, რომელიც ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა მარნეულში,  სპორტულ კომპლექსს „ათა ჰოლდინგში“.

ჩემპიონატს ატარებდა  საქართველოს ტანვარჯიშის ეროვნული ფედერაცია გამგეობის მხარდაჭერით, რომელშიც  მონაწილეობდნენ, როგორც თანრიგოსნები ასევე ოსტატები თბილისიდან, მარნეულიდან , ქუთაისიდან, ბათუმიდან და გორიდან.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის სპორტსმენებმა  დაიკავეს:  2 პირველი ადგილი, 1  მეორე ადგილი და 2 მესამე ადგილი. 
აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის დახურვას დაესწრო მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, რომელმაც მიულოცა გამარჯვებულებს, დააჯილოდვა ისინი და განაცხადა, რომ ყოველთვის მზად არის მხარი დაუჭიროს სპორტულ აქტივობებს, რათა ხელი შეუწყოს ახალგაზრდების წინსვლას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, რაც მეტად მნიშვნელოვანია მოზარდებისა და ახალგაზრდების განვითარებისთვის.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2651
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2077
სექ 19 სამ 2023
2322
ივლ 05 ოთხ 2023
2480
 
 
სიახლეები
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031