მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები „ჩაღლარის“ საგანმანათლებლო დაწესებულებას ესტუმრნენ
25 აპრ 2015
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი და  საკრებულოს თავჯდომარე ნაბი აბდულაევი, გამგებლის წარმომადგენელი ქალაქ მარნეულის ტერიტორიულ ერთეულში,  ელშან ჰასანოვი და გამგებლის მოადგილე, ქამანდარ ისმაილოვი,  „ჩაღლარის“ საგანამანათლებლო დაწესებულებას, მარნეულის  აღმაშენებლის  სკოლა-ლიცეუმს ესტუმრნენ.

სტუმრებს  მასპინძლობა გაუწიეს „ჩაღლარის“ საგანმანათლებლო ქსელის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე ადემ ონალმა, სკოლის დირექტორმა ისმაილ ოზქანმა  და დირექტორის მოადგილემ ქეთევან ჭანტურიამ.
გამგებელმა და ადგილობრივი თვითმმართვლობის წარმომადგენლება  დაათვალიერეს სკოლის ინფრასტრუქტურა, გაეცვნენ  საგაკვეთილო პროცესს და  მოინახულეს   სკოლამდელი ასაკის ჯგუფები. ასევე ისაუბრეს სკოლის სტრუქტურაზე, სასწავლო მეთოდებზე და მოსწავლეების წარმატებებზე, რომელთა უმარავლესობა საქართველოს მაშტაბით გამართულ  სხვადასხვა  ოლიმპიადების პირველ ადგილოსნები არიან.
გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა სკოლაში  დანერგილი  სწავლების თანამედროვე სტანდარტები   დადებითად შეაფასა და  სკოლის ხელმძღვანელობას პროფესიულ საქმიანობაში  წარმატება უსურვა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2730
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2082
სექ 19 სამ 2023
2324
ივლ 05 ოთხ 2023
2482
 
 
სიახლეები
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031