მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სამუშაო შეხვედრა ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლებთან
22 აპრ 2015
 

21 აპრილს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ქვემო ქართლის რეგიონული სასწავლო ცენტრების კოორდინატორს მერაბ გოგონაძეს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს და სამომავლო გეგმებს.
მხარეებმა დეტალურად განიხილეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების გავლის შესაძლებლობები. 
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის   სახელმწიფო ენის საბაზისო კურსის განხორციელების მნიშვნელობასა და აღნიშნული მიმართულებით კოორდინირებული მუშაობის აუცილებლობაზე. 
გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა სასწავლო ცენტრების კოორდინატორს, მერაბ გოგონაძეს, მომავალში დაგეგმილ ღონისძიებებში  თვითმმართველობის მხრიდან  მხადრაჭერა და სრული ჩართულობა აღუთქვა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2743
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2082
სექ 19 სამ 2023
2323
ივლ 05 ოთხ 2023
2481
 
 
სიახლეები
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031