მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

საინფორმაციო შეხვედრები მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის შესახებ გრძელდება
20 აპრ 2015
 

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის  პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები მარნეულის მუნიციპალიტეტის  მასშტაბით  სისტემატურად მიმდინარეობს.

შეხვედრებზე, რომელსაც ორგანიზებას უწევს  ააიპ რეგიონული განვითარების ასოციაცია (RDA),  ტედალურად განიხილება  ბიზნეს იდეების კონკურსის მიზანი, მასში მონაწილეობის მიღების მსურველთათვის პროცედურული ღონისძიებები და პროექტთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი დეტალები.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონებში პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში დაწყებულია მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის განხორციელება. პროექტი ადგილობრივ მოსახლეობას ხელს უწყობს საკუთარი საქმის წამოწყებაში და დადებით გავლენას ახდენს რეგიონის განვითარებაზე.
სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის განხორციელება 2015 წლის 15 მარტიდან დაიწყო. ამჟამად მიმდინარეობს ბიზნესიდეების კონკურსი. განაცხადების მიღებაwww.qartuli.ge ვებ-გვერდის მეშვეობით 2015 წლის 5 მაისამდე გაგრძელდება.

პროექტის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ:

1. წარადგინონ საკუთარი ბიზნეს იდეა;
2. გაიღრმავონ ბიზნეს უნარები;
3. გამოიყენონ შესაძლებობა, მიიღონ შესაბამისი თანადაფინანსება: 5,000 ლარამდე - 1 მეწარმე; 10,000 ლარამდე - 2 მეწარმე; 15,000 ლარამდე - 3 მეწარმე.

საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს მასშტაბით 21 აპრილამდე გაგრძელდება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2702
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2082
სექ 19 სამ 2023
2324
ივლ 05 ოთხ 2023
2482
 
 
სიახლეები
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031