მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

რეგიონალური ნაგავსაყრელის პროექტთან დაკავშირებით მარნეულში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
21 აპრ 2015
 

მარნეულის გამგეობაში ევროპის ინფრასტრუქტრისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენლებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებს შორის „ქვემო ქართლის მყარი ნარჩენები" პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სამუშაო შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს აღნიშნული პროექტის დაფინანსების საკითხებზე, სადაც აღინიშნა რომ პროექტის განსახორციელებლად EBRD გეგმავს გამოყოს სესხი 7 მლნ ევროს ოდენობით, ხოლო პროექტის თანმდევი ღონისძიებების მიზნით Sida გეგმავს 3 მილიონი ევროს ოდენობით გრანტის გამოყოფას.
მოლაპარაკებების მაგიდამ განსაზღვრა პროექტის განხორცილების თანმდევი ღონისძიებებიც, როგორიცაა ხარჯების ამოღების ეფექტური სისტემის შემუშავება, არსებული პოლიგონების დახურვა, რომელიც ვერ აკმაყოფილებს დღევადელ მოთხოვნებს და სხვა.
ახალი ნაგავსაყრელის პროექტი, ქვემო ქართლის ხუთი მინიციპალიტეტის - მარნეულის, დმანისის, ბოლნისის, თეთრი-წყაროსა და წალკისთვის, ევროპული სტანდარტების შესაბამის რეგიონალური მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი ნაგავსაყრელის აშენებასა და ამავე მუნიციპალიტეტებში ნარჩენების შეგროვებასა და მართვის გაუმჯობესებას გულისხმობს.
ნაგავსაყრელის მშენებლობა მარნეულის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, კი იალღუჯის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება.
მყარი საყოფაცხვრებო ნარჩენების პოლიგონების მართვა წარმოადგენს საქართველოს ეროვნული, რეგიონული და ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხს.
საქართველოს მთავრობამ, მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონების მართვა განსაზღვრა, როგორც ერთ-ერთი მწვავე პრობლემა და ამ მიზნით დაიწყო არსებული სისტემის რეფორმირება.
პროექტი ხორციელდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და საქართველოს განვითარებისა და იფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2573
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2082
სექ 19 სამ 2023
2324
ივლ 05 ოთხ 2023
2482
 
 
სიახლეები
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031