მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

„ლოგომედის“ უფასო სამედიცინო გამოკვლევები მარნეულის მუნიციპალიტეტში
19 აპრ 2015
 

სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და მეტყველების განვითარებისა და კორექციის ცენტრ „ლოგომედის“ ინიციატივით მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა უფასო გასინჯვა-დიაგნოსტირების აქცია ამჯერად მარნეულში გაიმართა.

სამედიცინო აქციის პროცესს პირადად გაეცნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, მისი პირველი მოადგილე კახაბერ გუგეშაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ნაბი აბდულაევი, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად. 
„ლოგომედის“ სპეციალისტთა ჯგუფმა პაციენტთა კვლევა განახორციელა შპს „მარნეულის რაიონის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური გაერთიანების“ შენობაში. „ლოგომედის“ ხელმძღვანელ ეკატერინე ჭავჭავაძის განცხადებით, უფასო სამედიცინო აქციით მოსარგებლეთა შორის იყვნენ სმენადაქვეითებული პაციენტები. დღის განმავლობაში მიმდინარე კვლევის შედეგად ასევე გამოვლინდა აუტიზმისა და ცერებრალური დამბლის გამოკვეთილი სიმპტომატიკა.
აღნიშნული კატეგორიის კონტინგენტის კვლევას „ლოგომედი“ ქვემო ქართლის რეგიონში ეტაპობრივად განახორციელებს. 
სამედიცინო აქციის დასასრულს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი შპს „მარნეულის რაიონის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური გაერთიანების“ ხელმძღვანელ ზაზა ქამუშაძეს გაესაუბრა და დაწესებულებაში არსებული მდგომარეობისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ ინფორმაცია პირადად მისგან მოისმინა.

 

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2988
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2076
სექ 19 სამ 2023
2322
ივლ 05 ოთხ 2023
2480
 
 
სიახლეები
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031