მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულის მუნიციპალიტეტში კომპლექსური სამაცივრე მეურნეობის გაიხსნა
18 აპრ 2015
 

დღეს  მარნეულის მუნიციპალიტეტში, ჯანდარის დასახლებაში  სამაცივრე კომპლექსი  შპს „აგროინვესტ 146“ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტმა    როვგან აბდულაევმა და საქართველოს ვიცე-პრემიერმა,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა   გიორგი კვირიკაშვილმა საზეიმო ვითარებაში გახსნა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ  ქვემო ქართლის გუბერნატორი,  ბატონი პაატა ხიზანაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში, ბატონი აზერ ჰუსეინი და სხვა მოწვეული სტუმრები.
შპს „აგროინვესტ 146“ თბილისში 2011 წლის ნოემბერშია რეგისტრირებული. სამაცივრე საწყობი კომპლექსის მშენებლობა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნაყოფიერი საინვესტიციო საქმიანობის თვალსაჩინო მაგალითია. 
სამაცივრე მეურნეობაში დაახლოებით 50 ადამიანი დასაქმდება. კომპლექსი ქვემო ქართლის რეგიონს მოემსახურება. სამაცივრე საწყობი მარნეულის გზის მარცხენა მხარეს 2 ჰექტარ ფართობზეა განლაგებული. პროექტის შესრულება შეკვეთილი ჰქონდა შპს „AkkordGeorgia“-ს, რომელმაც ჯანდარში სამშენებლო სამუშაოები 2013 წლის მარტში დაიწყო.

სამაცივრე კომპლექსი შემდეგ შენობებს მოიცავს:

- ოფისის შენობა;
- დამხმარე სათავსო;
- სამაცივრე კამერები;
- ტრანსფორმატორის შენობა (ელექტროქსელი);
- უსაფრთხოების შენობა;
- საქონლის აწონვის პუნქტი;
- წყლის რეზერვუარი.

სამაცივრე კამერების სისტემის მონაკვეთი 4 250 კვ/მ-ს მოიცავს და 12 სამაცივრე კამერისა და 1 შემნახველი კამერისგან შედგება. 2 სამაცივრე კამერა - 5°C/-20°C ტემპერატურაზეა გათვლილი, განკუთვნილია ხორცის და თევზის პროდუქტებისთვის. 10 კამერა კი  -5°C/+ 5°C   ტემპრატურაზე მუშაობს და ხილისა და ბოსტნეულისთვისაა განკუთვნილი. სამაცივრე საწყობის კომპლექსი გათვლილია 2100 ტონა სხვადასხვა სახის პროდუქტსა და 1000 ტონა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტზე.

სამაცივრე სისტემის აღჭურვილობას “AkkordGeorgia” უზრუნველყოფს. სამაცივრე სისტემა, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს პასუხობს, თურქულმა ფირმა “IMGE”-მ დაამონტაჟა, გერმანული წარმოების დეტალების გამოყენებით. პროექტი ვიდეომეთვალყურეობის კამერების დაყენებასაც ითვალისწინებს. 
პროექტის მიხედვით, კომპლექსი მაღალი ძაბვის  2X630 კვტ ენერგიაზეა  გათვლილი.

სამაცივრე მეურნეობის საერთო ღირებულება 7 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, მათ შორის სამაცივრე აღჭურვილობის ღირებულება - 1,1 მლნ აშშ დოლარია.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2939
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2081
სექ 19 სამ 2023
2323
ივლ 05 ოთხ 2023
2481
 
 
სიახლეები
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031