მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ჩემო მეგობრებო, გილოცავთ ქართული ენის დღეს!
14 აპრ 2015
 

14 აპრილი უმნიშვნელოვანესი თარიღია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რადგან  ვდღესასწაულობთ  ჩვენი  ენის,  ეროვნული „საუნჯის“  დღეს.   1978 წლის სწორედ ამ დღეს,  საბჭოთა რეჟიმის პირობებში, ქართველი ხალხი ერთმუშტად შეიკრა   ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის შესანარჩუნებლად.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში რამდენიმე  ათასი  ენა არსებობს, ანბანი კი მხოლოდ 14,  რომელთა შორის ერთ– ერთი ღირსეული ადგილი ქართულ ანბანს უჭირავს.

მინდა  კიდევ ერთხელ მოგილოცოთ  ჩვენი მშობლიური ენის დღესასწაული და გისურვოთ, არასოდეს არ მოგვშლოდეს ქართულად საუბარი და ქართული ენის ზეიმი ჩვენს ქვეყანაში. 
მოვუფრთხილდეთ და დავიცავთ ჩვენი ენა, რომელიც ასე წმინდაა ჩვენი სახელმწიფოს მკვიდრთათვის.

დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ეთნიკურად არაქართველ მოსახლეობას, რომელიც ასე წარმატებით ცდილობს დაეუფლოს სახელმწიფო ენას, აცნობიერებს მის მნიშვნელობას და ჩვენთან ერთად ზეიმობს ამ დღეს.

პატივისცემით
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი
მერაბ თოფჩიშვილი

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3863
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2069
სექ 19 სამ 2023
2322
ივლ 05 ოთხ 2023
2477
 
 
სიახლეები
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031