მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში 9 აპრილს დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს
09 აპრ 2015
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ინიციატივით,  სოფელ წერეთელსა და სოფელ თამარისში ჩატარდა  1989 წლის  9 აპრილს  საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნისადმი  მიძღვნილი ღონისძიება, სადაც გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა,  მხარის გუბერნატორის მოადგილესთან რამინ ისმაილოვთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან     ერთად  ყვავილებით  შეამკო  მემორიალები და პატივი მიაგო  ამ დღეს დაღუპული გმირების ხსოვნას.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ  ქალაქ მარნეულის  კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი „იბერია“, კაკი ლობჟანიძის ხელმძღვანელობით.
საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს 9 აპრილს დაღუპული გმირები. მათ  ლექსებით და სიმღერებით  პატივი მიაგეს  დაღუპულთა ხსოვნას.
„დიდ მადლობას მოგახსენებით მობრძანებისთვის, რათა კიდევ ერთხელ გავიხსენოთ თავისუფლებისთვის დაღუპული გმირები. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩვენი ახალგაზრდების აქტიურობა, რომ არ ივიწყებენ წარსულს.  დღეს გლოვის დღეა, თუმცა ამავდროულად არის ჩვენი ზეიმიც, რადგან მათ მიერ დაღვრილ სისხლს უკვალოდ არ ჩაუვლია და ამ გმირების დიდი დამსახურებაა ის, რომ დღეს ვცხოვრობთ დამოუკიდებელ,  დემოკრატიულ  და ძლიერ სახელმწიფოში“– ამ სიტყვებით მიმართა გამგებელმა ღონისძიების მონაწილეებს.
ღონისძიების  დასასრულს მოსწავლეებმა მშვიდობისა და თავისუფლების სიმბოლოდ  თეთრი ფრანებიც  გაუშვეს.

 

 

 

 

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2672
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2069
სექ 19 სამ 2023
2322
ივლ 05 ოთხ 2023
2477
 
 
სიახლეები
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031