მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ქალაქ მარნეულში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი განხორციელდება
02 აპრ 2015
 

2 აპრილს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად  შ.პ.ს.  საქართველოს  გაერთიანებული  წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც განიხილეს ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტში დაგეგმილია  წყალმომარაგების  სისტემის რეაბილიტაცია და გაფართოება.

პროგრამით   გათვალისწინებული  ახალი  წყალმომარაგების  სისტემის ძირითად კომპონენტს  წარმოადგენს:  ქსელის რეაბილიტაცია;  ქსელის გაფართოება; სამი რეზერვუარის   მშენებლობა  და ერთი ახალი სატუმბი სადგურის მშენებლობა. 
აღსანიშნავია, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ ქალაქ მარნეულის მოსახლეობა მომარგდება უმაღლესი ხარისხის წყლით,  24 საათის განმავლობაში.
პროექტი დაფინანსებულია აზიის განვითარების ბანკის მიერ  და ხორციელდება შ.პ.ს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის  მიერ.
აღნიშნული მასშტაბური პროექტის განხორციელება დაიწყება 2015 წლის ბოლოდან   და დასრულდება ორ წელიწადში. მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ პროექტის განხორცილებისას დასაქმდებიან ადგილობრივი კადრები.
მარნეულის გამგებლმა პროგრამის  წარმომადგენლებს სრული მხარდაჭერა აღუთქვა პროექტის განხორციელბაში.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2676
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2069
სექ 19 სამ 2023
2322
ივლ 05 ოთხ 2023
2477
 
 
სიახლეები
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031