მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

გამწვანების კამპანია „მწვანე მომავალი“ მარნეულში გრძელდება
01 აპრ 2015
 

გამწვანების კამპანია „მწვანე მომავალი“ მარნეულში გრძელდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 26 მარტს მარნეულის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედა გაიმართა, რომელსაც ეწრებოდნენ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის მინისტრის მოადგილე გიორგი სომხიშვილი, ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნათია იორდანიშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული- გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი და მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი.

მხარეებმა ქალაქ მარნეულის შემოსასვლელთან ერთ-ერთი პოტენციური ადგილიც მოინახულეს, სადაც მომავალშიც გაგრძელდება ნერგების დარგვის სამუშაოები. 
შეხვედრაზე ნერგების დარგვისთვის ნიადაგის სინჯის, შესაბამისი სახეობის ნერგების შერჩევისა და გამწვანებული ტერიტორიის მოვლისთვის უფლება-მოვალეობების გაწერის აუცილებლობაზე ისაუბრეს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ნერგების მოვლისა და გახარების სამუშაოები სასურველი შედეგის მისაღებად.

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2748
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1966
სექ 19 სამ 2023
2234
ივლ 05 ოთხ 2023
2369
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930