მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

გამგეობაში მუნიციპალური სერვისი- მარნეულის „ქალთა ოთახი“ გაიხსნა
31 მარ 2015
 

დღეს,  მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, თვითმმართველობის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევის ცენტრის მიერ  (ICCN)  მუნიციპალური სერვისი- „მარნეულის“ ქალთა ოთახი გაიხსნა.

სერვისის დაფუძვნების ღონისძიება  პროგრამა „ჰორიზონტის გაფართოება გაუმჯობესებული არჩევანი ქალთა და გოგონათა პროფესიული და ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც  თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, თანამშრომლები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები  და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
აღნიშნული პროგრამა  2014 წლის აპრილიდან  დაიწყო და ხორციელდება ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთის 13 მუნიციპალიტეტში, რომლის მთავარი მიმართულებაა ქალთა და გოგონათა პროფესიული და ეკონომიკური გაძლიერებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, დღესდღეობით არსებული ბარიერების გადალახვა, რათა მათ ჰქონდეთ გაუმჯობესებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა როგორც საგანმანათლებლო, ასევე პროფესიული და ეკონომიკური გაძლიერების კუთხით. 
პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს მიერ(USAID) და ხორციელდება კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევის ცენტრის (ICCN)  მიერ, მერსი ქორფსთან (mercy Corps) პარტნიორობით.

 

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2931
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1968
სექ 19 სამ 2023
2236
ივლ 05 ოთხ 2023
2371
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930