მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

თეატრის საერთაშორისო დღე მარნეულის მუნიციპალიტეტში
27 მარ 2015
 

27 მარტს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში თეატრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით  რუსთავის კლუბური თეატრ „ბრავოს“ ახალგაზრდა რეჟისორი  ნიკა გაბათაშვილი მარნეულელ ახალგაზრდებს შეხვდა.

შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში გაიმართა, სადაც მოწვეულმა  სტუმარმა საკუთარ გამოცდილებაზე, პროფესიის სირთულეებსა და საინტერესო მხარეებზე ისაუბრა. ახალგაზრდა რეჟისორმა სურვილი გამოთქვა მარნეულის ახალგაზრდობასთან სამომავლოდ   თანამშრომლობის, მუნიციპალიტეტში თეატრალური ხელოვნების შემდგომი განვითარების მიზნით. 
რეჟისორსა და  ახალგაზრდებს შორის შეხვედრა  არასამთავრობო ორგანიზაცია „სიქა“-სთან თანამშრომლობით მოეწყო, რომელმაც USAID და PCH international-ის პროგრამა, „მომავლის თაობის“ ფარგლებში, შეხვედრაზე დასწრების მსურველი ახალგაზრდების ტრანსპორტირება უზრუნველყო  სოფ შაუმიანიდან. 
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ხასიათის შეხვედრები გაზრდის ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობას, დაეხმარება მათ პროფორიენტაციის განსაზღვრის კუთხით და ხელს შეუწყობს ეთნიკურ უმცირესობათა ინტეგრაციის პროცესს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2741
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1995
სექ 19 სამ 2023
2267
ივლ 05 ოთხ 2023
2405
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930