მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების ფორუმი ჩატარდა
25 მარ 2015
 

25 მარტს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით  ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების ფორუმის ფარგლებში გაიმართა დისკუსია თემაზე: ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური აქტივობის გაზრდა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა.

აღნიშნულ დისკუსიაში მონაწილეობას იღებდა მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის მრჩეველი გენდერის საკითხებში ია ესებუა და სახალხო დამცველის წარმომადგენელი ქვემო ქართლში ლეილა მამედოვა, რომლებმაც შეაჯამეს საკუთარი საქმიანობა  და ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე; 
შეხვედრის მსვლელობისას, ფორუმში მონაწილე სხვადასხვა ორგანიზაციებმა - „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოებამ“, „საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირმა“, „ქალები მშვიდობის, თანასწორობისა  განვითარებისათვის“ ისაუბრეს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მხრივ მარნეულში არსებულ მდგომარეობასა და იმ პრობლემებზე, რომლის წინაშეც მარნეულში მცხოვრები ქალები დგანან.
აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლის მონაცემებზე დაყრდნობით, მარნეულის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში  ქალთა რაოდენობა გაიზარდა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2719
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1982
სექ 19 სამ 2023
2254
ივლ 05 ოთხ 2023
2391
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930