მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენციის შესრულების მდგომარეობა განიხილეს
25 მარ 2015
 

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, საქართველოში  ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენციის (FCNM)მრჩეველთა კომიტეტისა და რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI) ექსპერტთა ერთობლივი ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას (FCNM)მრჩეველთა კომიტეტის ექსპერტები,  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მხარეებმა  სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს კონვენციის შესრულების მდგომარეობა, კერძოდ კი ისეთი საკითხები როგორიცაა: ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლობა სამხარეო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და საჯარო სამსახურში, მათი მონაწილეობა არჩევნებში, ასევე სოციალური სერვისებისა და  შეღავათების  ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი პირებისთვის  ხელმისაწვდომობის  უზრუნველყოფის პროცედურები, რეგიონში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ მოქალაქეებთან  სახელმწიფო სტრუქტურების კომუნიკაციის ენა და ადმინისტრაციული წარმოება მათი მონაწილეობით  და სხვა.
ვიზიტის შედეგად მომზადდება შემაჯამებელი ანგარიში ანგარიში საქართველოში ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენციით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების  მხრივ არსებულ მდგომარეობასთან  დაკავშირებით.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2650
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1974
სექ 19 სამ 2023
2244
ივლ 05 ოთხ 2023
2379
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930