მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულის მუნიციპალიტეტში დღეს ნოვრუზ ბაირამს აღნიშნავენ
21 მარ 2015
 

21 მარტს, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით მარნეულის მუნიციპალიტეტში,  თვითმმართველობის ორგანიზებით,  გრანდიოზული ღონისძიება გაიმართა.

საზეიმო ღონისძიებას,  რომელიც ქალაქ მარნეულის ცენტრალურ ქუჩაზე  ჩატარდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი,  პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, მინისტრები, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი,  მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
მუნიციპალიტეტში სტუმრად მყოფმა ქვეყნის პირველმა პირებმა, სპეციალურად ამ დღისთვის ქუჩაში  სახელდახელოდ მოწყობილი ეთნო კუთხე, ტრადიციული ტკბილეულის სუფრა, ნახატების გამოფენა და სანახაობები დაათვალიერეს, შემდეგ კი  სცენაზე გადაინაცვლეს და ადგილობრივ აზერბაიჯანელებს, ნოვრუზის დღესასწაული  მიულოცეს.
„თქვენ ბევრს აკეთებთ, ბევრს შრომობთ, ხართ ძალიან ნიჭიერები და შრომისუნარიანები. იცოდეთ, რომ ამას ყველა ხედავს და ცდილობს, რომ რაც შეიძლება მეტად შეუწყოს ხელი თქვენს კეთილდღეობას. დღეს არის ახლის დაწყების, ახალი ენერგიის, გაზაფხულის ზეიმის დღე. იცოდეთ, რომ არა მარტო დღეს, არამედ მთელი წლის განმავლობაშიც ჩვენ ვართ თქვენთან ერთად, რომ გემსახუროთ და ერთად ავაშენოთ უფრო ძლიერი, უფრო გამართული, უფრო ბედნიერი საქართველო. მე თქვენთან ერთად ვიბრძვი ბედნიერი საქართველოსთვის. გილოცავთ ბაირამს", - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივ მოსახლეობას. 
„ნოვრუზ ბაირამნეზ მუბარეკ ოლსუნ! - ამ სიტყვებით მიულოცა ქვეყნის პრემიერ- მინისტრმა ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას. 
"ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. ის, რომ დღეს მე და გიორგი, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი ვართ თქვენთან, ეს არის საქართველოს ერთიანობის დემონსტრირება. ეს არის თქვენდამი სიყვარულის დემონსტრირება. ეს არის გულიდან წამოსული სიტყვები, ამიტომ მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე. გაზაფხულის დღეს გილოცავთ, სიყვარულის დღეს გილოცავთ, დღეს ჩვენ ვზეიმობთ თქვენთან ერთად. ეს არის ძალიან მდიდარი რეგიონი. მე ვაფასებ თქვენ შრომისმოყვარეობას. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის გამორჩეული რეგიონი და ჩვენ, როგორც პრეზიდენტმა ბრძანა, ვიქნებით თქვენს გვერდით ყოველთვის. გვინდა, რომ ყოველთვის თქვენთან ერთად გავიზიაროთ თქვენი სიხარული, გასაჭირი. ჩვენი წინაპრები ყოველთვის ერთად ქმნიდნენ ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს. დღეს ჩვენ ჩამოვედით ერთად იმისთვის, რომ უკეთესი მომავლის რწმენა ჩაგისახოთ, გითხრათ, რომ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი საქართველოსთვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მარნეულის მოსახლეობას გაზაფხულის დღესასწაული  გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა და გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმაც მიულოცეს.
აღნიშნულ დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში  მონაწილეობა მიიღეს  მარნეულის ადგილობრივმა მუსიკალურმა და ქორეოგრაფიულმა ჯგუფებმა, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციასთან არსებულმა ხალხური ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსაბლმა „ნართები“. აღსანიშნავია, რომ სპეციალურად ამ დღისთვის მარნეულს აზერბაიჯანიდან  ესტუმრა ცნობილი მომღერალი ეიუბ იაგუბოვი, რომელმაც კონცერტის მსვლელობისას, თავის რეპერტუარიდან რამდენიმე სიმღერა შეასრულა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2666
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1974
სექ 19 სამ 2023
2242
ივლ 05 ოთხ 2023
2379
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930