მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულის საჯარო სკოლებში ნოვრუზ ბაირამი აღნიშნეს
19 მარ 2015
 

19 მარტს მარნეულის  №2 და №3 საჯარო სკოლებში  ნოვრუზ ბაირამი აღნიშნეს.

დღესასწაული სკოლებში ღია ცის ქვეშ, ტკბილეულის სუფრებით  და კონცერტებით აღინიშნა, სადაც მიწვეული იყვნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, მარნეულის რესურსცენტრის ხელმძღვანელი რუსლან გაჯიევი და თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები.
გამგებელმა  პედაგოგებს,  მოსწავლეებსა და მშობლებს აზეირბაჯანელთა უძველესი ეროვნული დღესასწაული მიულოცა.
ღონისძიებების შემდეგ, გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა ნოვრუზის დღესასწაული ქუჩაში ფეხით მოსიარულეებსაც მიულოცა.
დღესასწაული, რომელიც  17 მარტიდან იწყება და  თვის  ბოლომდე გრძელდება, კულმინაციას 21 მარტს, გაზაფხულის ბუნიობის დროს აღწევს.
მიჩნეულია, რომ ამ დღესასწაულის შემდეგ ბუნება გამოფხიზლებას და გამოცოცხლებას იწყებს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2780
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1985
სექ 19 სამ 2023
2257
ივლ 05 ოთხ 2023
2395
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930