მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

პროექტის "ახალგაზრდული საკრებულო 64 მუნიციპალიტეტში" პრეზენტაცია მარნეულში
12 მარ 2015
 

ადამიანი კანონი თავისუფლებას" აღმასრულებელი დირექტორი, ნიკოლოზ მაღალდაძე პროექტის "ახალგაზრდული საკრებულო 64 მუნიციპალიტეტში" ფარგლებში 12 მარტს გამგეობის საკონფერენციო დარბაზში მარნეულის მუნიციპალიტეტის XI-XII კლასის მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებს შეხვდა და პროექტის პრეზენტაცია გამართა

პრეზენტაციაზე  ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დამსწრეებს  პროექტის მიზნის, ამოცანისა და მომავალი საქმიანობის შესახებ  ესაუბრნენ.
როგორც შეხვედრაზე ნიკოლოზ მაღალდაძემ განმარტა,  პროექტში ჩასართავად შერჩეული ახალგაზრდები გაივლიან ტრენინგებს - არჩევნების და მისი მნიშვნელობის, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, ქვეყნის სახელმწიფო მოწყობის, ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის, ლიდერობის, მედიასთან ურთიერთობის, დიპლომატიური ურთიერთობებისა და კავკასიოლოგიის შესახებ.
მისი განცხადებით ,  პროექტში მონაწილეობის დამატებითი მოტივატორი ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების ხელმისაწვდომობა და დაგეგმილ ექსკურსიებში მონაწილეობის საშუალებაა. ახალგაზრდების ჩართულება მიმდინარე პროცესებში გაზრდის მათი დასაქმების შესაძლებლობას ადგილობრივ თვითმართველობებში; რაც წარმოადგენს დამატებით კვალიფიციურ საკადრო რესურს. 
პროექტი შემდგომ ეტაპზე „ახალგაზრდული საკრებულოს“ ენერგიული და მოტივირებული წევრების  დასაკომპლექტებლად ტესტირებას ითვალისწინებს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2872
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2014
სექ 19 სამ 2023
2287
ივლ 05 ოთხ 2023
2427
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930