მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში სამელიორაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
12 მარ 2015
 

საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია მარნეულის მუნიციპალიტეტში ახორციელებს დებედას არხის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის I და სხვა რიგის გამანაწილებლების, შიდასამეურნეო ქსელის რეაბილიტაციის, მდინარე დებედაზე უკაშხლო გვერდითი წყალმიმღების სათავე ნაგებობის მოწყობის სამუშაოებს.

აღნიშნული ღონისძიებათა სისტემის ფარგლებში დაგეგმილია ახალი წყალმიმღები ნაგებობისა და 587 მ მომყვანი მილსადენის მოწყობა. 
გარდა ამისა, სამელიორაციო სამუშაოები ითვალისწინებს  დებედის  ყულარისა და კირიხლოს არხების წმენდასა დაჰიდროტექნიკური ნაგებობების რეაბილიტაციას.
იგეგმება ახალი  წყალგამშვები კვანძებისა და შემტბორავი ნაგებობების მოწყობა. დღეისათვის კი რეაბილიტაციის შედეგად გასარწყავდა 3 სოფლის (აროფლო, კიროხლო, ქვ. ყულარის) 875 ჰა სასოფლო სამეურნეო  მიწის ფართობი, რომლითაც სარგებლობს 1800 მოსახლე. 
სარეაბილიტაციო სამუშაოები 2014 წელს დაიწყო და 2015 წელს დასრულდება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2716
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2017
სექ 19 სამ 2023
2290
ივლ 05 ოთხ 2023
2431
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930