კულტურის პოლიტიკის სტრატეგიაზე მუშაობის პროცესი გრძელდება. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქვეყნის მასშტაბით საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირებისა და ჩართულობის მიზნით, რეგიონებში გასვლით სამუშაო შეხვედრებს მართავს.
7 მარტს, ქალაქ რუსთავში, შპს "რუსთავის ფოლადი"-ს საკონფერენციო დარბაზში გაიმართა კონფერენცია თემაზე „საქართველოს კულტურის სტრატეგია: ადამიანები. პროცესები. პრიორიტეტები“.
კონფერენციას უძღვებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ქვემო ქართლი სახელმწიფო რწმუნებული გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჯიქია.
კონფერენციაში ქვემო ქართლში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, შემოქმედებითი სექტორის წარმომადგენლები, საინიციატივო ჯგუფები და კულტურის სფეროთი დაინტერესებულ პირები მონაწილეობდნენ. სამუშაო შეხვედრის მონაწილეთა შორის იყვნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრულ საქმეთა განყოფილების წარმომადგენლები და აიიპ „მარნეულის კულტურის ცენტრის“ თანამშრომლები.
კონფერენცია დისკუსიის რეჟიმში მიმდიანრეობდა, სადაც კულტურის პოლიტიკის შემუშავებასთან დაკავშირებით იმსჯელეს შემდეგ თემებზე: კულტურული მემკვიდრეობა, ხელოვნება და შემოქმედებითი ინდუსტრიები.
რუსთავში გამართული კონფერენცია მიზნად ისახავდა კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესის დაგეგმვასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებას, მიმდინარე პროცესების შესახებ საზოგადოების დაინტერესებას და „კულტურა 2025“ სტრატეგიის შემუშავების სამოქმედო გეგმის გაცნობას. ასევე, ძირითადი პრობლემების გამოვლენას და მათი გადაჭრისათვის შესაძლო გზების ძიებას.