მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი პედაგოგებს შეხვდა
05 მარ 2015
 

5 მარტს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, განათლების სამინისტროს პროგრამის „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ პედაგოგებს შეხვდა.

შეხვედრაში   მონაწილეობას იღებდა მარნეულის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის  ხელმძღვანელი რუსლან გაჯიევიც.
შეხვედრის ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში განათლების სფეროში არსებული პრობლემები, ენობრივი ბარიერის უკეთ დაძლევის შესაძლებლობები და სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. 
პედაგოგები გამგებელს მარნეულის სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდების პრობლემებზე ესაუბრნენ, სადაც მხარეებმა  ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციის  ფარგლებში აღნიშნული პრობლემების გადაჭრის გზებზეც იმსჯელეს.
გამგებელი შეხვედრის დამსწრეებს განათლების სფეროში  ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციასა და  საჯარო სკოლებთან წარმატებული თანამშრომლობის პრაქტიკაზეც ესაუბრა. მან მომავალში საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების კუთხით პედაგოგებს მხარდაჭერა აღუთქვა და პროფესიულ  საქმიანობაში წარმატება უსურვა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2770
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2015
სექ 19 სამ 2023
2288
ივლ 05 ოთხ 2023
2428
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930