მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ველომრბოლელი ნოდარ ბერიძე მარნეულს ეწვია
03 მარ 2015
 

ველომრბოლელი ნოდარ ბერიძე ველოტურის ფარგლებში  რომლის სახელწოდებაა „საქართველო მშვიდობისათვის“ - დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტს  ეწვია. სპორტსმენთან  შეხვედრა მარნეულის სპორტულ სკოლაში გაიმართა, სადაც

დამსწრეებს ველომრბოლელი  ნოდარ ბერიძე  მშვიდობიანი ველოტურის მნიშვნელობაზე, ველომოგზაურის ჯუმბერ ლეჟავას ბიოგრაფიისა და  მის მიღწევების შესახებ ესაუბრა. 
მსოფლიო ველომოგზაურის -  ჯუმბერ ლეჟავას სახელობის ველოტურის "საქართველო მშვიდობისათვის" მე-3 ეტაპი,  25 თებერვლიდან 25 მარტის ჩათვლით მიმდინარეობს და  საქართველოს 50-ზე მეტ ქალაქსა და რაიონს, - ჯამში  კი 2200 კილომეტრს მოიცავს.  მეოთხე ტური კი   ამიერკავკასიის დანარჩენ რეგიონებში გაგრძელდება. 
აღნიშნული ველოტურის ორგანიზატორია საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ყველა ერთისათვის".
ველოტურების  მისია  და  მიზანია მსოფლიოში  ყველა  პრობლემის  ომის  გარეშე  მოგვარების  მოწოდება;  ადამიანთა  შორის  კავშირების  აღდგენა;  ჯანსაღი  ცხოვრებისა  და  სპორტის  პოპულარიზაცია და  ჯუმბერ ლეჟავას  ბიოგრაფიისა   და  მიღწევების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება.
ველომრბოლელი  ნოდარ ბერიძე  მარნეულიდან  ბოლნისის მუნიციპალიტეტში გაიემგზავრა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2593
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2018
სექ 19 სამ 2023
2290
ივლ 05 ოთხ 2023
2433
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930