მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სოფელ თამარისში მარწყვის სასათბურე მეურნეობა გაიხსნა
25 თებ 2015
 

დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისში ახლადგახსნილი მარწყვის  სასათბურე მეურნეობის დასათვალიერებლად ადგილზე ჩავიდნენ საქართველოში ისრაელის სრულუფლებიანი ელჩი იუვალ ფუქსი, ქვემო ქართლის რწმუნებულ- გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, კომპანია „ისრაგრინის“ დირექტორი  ილია შაპირი,  სოფლის მეურნეობის ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველოს წარმომადგენლები და დაინტერესებული ფერმერები.  

300 კვადრატული მეტრის სათბურში, რომელიც მოწყობილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, მარწყვის მოყვანა  ჰიდროპონიკის სისტემის გამოყენებით მიმდინარეობს და იგი  ისრაელის საელჩოსა და  კომპანია „ისრაგრინის“ დაფინანსებით  2014 წელს აშენდა. აღნიშნული სათბური ამავე სოფელის მკვიდრს ფერმერს პავლე სივსივაძეს გადაეცა.
თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სათბურში დაინტერესებულ ფერმერებს  საშუალება ექნებათ თვალნათლივ დარწმუნდნენ ახალი ტექნოლოგიების გამოყენების ეკონომიკურ ეფექტიანობაში და  შეისწავლონ სათბურში მარწყვის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგია.  გარდა ამისა, ფერმერებში გავრცელდება მაღალმოსავლიანი მარწყვის ჯიშები, როგორიცაა „აბლიონი“ და „ელიზავეტა II“.
ამ ეტაპისთვის სათბურში დარგულია 2800 ძირი მარწყვის ნერგი, საიდანაც თითოეული ძირი პირველ ეტაპზე დაახლოებით კილონახევარ ნაყოფს მოისხავს.  
სათბურში პირველ მოსავალს 20-25 მარტისთვის ელიან.
აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველოს წარმომადგენლების,   საქართველოში ისრაელის სახელმწიფო ელჩისა და ისრაული  კომპანია  „ისრაგრინის“ ექსპერტების  ერთობლივი ძალისხმევით მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გასულ წელს ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი თემაზე: სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა და „ბოსტნეულის მოსავლიანობის გაზრდა  უახლესი ტექნიკის გამოყენებით. სემინარს  ესწრებოდნენ ქვემო ქართლის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის, ასევე გორის მუნიციპალიტეტის ფერმერები, მეწარმეები და სპეციალისტები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4454
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2025
სექ 19 სამ 2023
2294
ივლ 05 ოთხ 2023
2440
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930