მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებს ნიადაგის ანალიზის ხელსაწყოები გადაეცათ
20 თებ 2015
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 19-20 თებერვალს გაიმართა ტრენინგი ნიადაგის ნაყოფიერების მენეჯმენტის შესახებ.

ტრენინგი პროექტის „ექსტენციისა და საკონსულტაციო მომსახურების გაძლიერება საქართველოში“(SEAS) ფარგლებში ჩატარდა, სადაც  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარნეულისა და მიმდებარე რაიონების საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების თანამშრომლებს საშუალება მიეცათ,  ნიადაგის მართვის საკითხებში გაეღრმავებინათ ცოდნა  და ასევე მიეღოთ  ინფორმაცია მსოფლიოში არსებული საუკეთესო პრაქტიკის შესახებ.
ტრენინგის ფარგლებში, დოქტორ როლანდ სმიტმა, USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის  „ექსტანციისა და საკონსულტაციო მომსახურების გაძილერება საქართველოში“  ხელმძღვანელმა, საინფორმაციო-საკონსულტაციო  ცენტრების თანამშრომლებს ნიადაგის ანალიზის ხელსაწყოები დაურიგა. საქართველოს სხვადასხვა რაიონის საინფორმაციო-საკონსულტაციო  ცენტრების თანამშრომლები ამ ხელსაწყოების  მეშვეობით დაეხმარებიან ადგილობრივ ფერმერებს. მათ ეს ხელსაწყო საშუალებას მისცემს  თავიანთ მიწის ნაკვეთში არსებული მცენარეთა ზრდისთვის აუცილებელი მკვებავი ნივთიერებების, - მაგალითად აზოტის, ფოსფორისა და კალიუმის დონე დაადგინონ. ამ პორტატული ხელსაწყოების გამოყენება იოლია, რომლის საშუალებითაც ფერმერებს შეუძლიათ სწრაფად გაიგონ თავიანთი  ნიადაგის საჭიროებების  შესახებ და შესაბამისად იმოქმედონ. სასუქების სწორად გამოყენება  მათ საშუალებას მისცემს გასაზრდონ თავიანთი მოსავალი.
ტრენინგის დასასრულს,  მონაწილეებს დაურიგდათ  აღნიშნული სემინარის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატები, რომლის გადაცემის ცერემონიალშიც მონაწილეობა  ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა- გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა, მისმა მოადგილემ რამინ ისმაილოვმა და მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოჩიშვილმა მიიღო. მათ ტრენინგის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადეს აღნიშნული აქტივობისთვის და ისაუბრეს ნიადაგის ანალიზის ხელსაწყოების საჭიროებასა და გამოყენების აუცილებლობაზე ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტებში.
პროექტის ფარგლებში ქვემო ქართლის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებს 24-24 ხელსაწყო გადაეცათ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3106
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2024
სექ 19 სამ 2023
2294
ივლ 05 ოთხ 2023
2440
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930