მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ქვემო ქართლის გუბერნატორი მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს შეხვდა
18 თებ 2015
 

ქვემო ქართლში  სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, 18 თებერვალს,  მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხელმძღვანელ პირებსა და წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე,  რომელიც გაცნობით ხასიათს ატარებდა,  კითხვა- პასუხის რეჟიმში  განიხილეს მუნიციპალიტეტში  არსებული პრობლემები და მისი გადაჭრის გზებზე  იმსჯელეს.
შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოჩიშვილი მოადგილეებთან ერთად ესწრებოდა.
გუბერნატორმა  საკრებულოს დეპუტატებთან შეხვედრა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები მუნიციპალიტეტში  არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით მნიშვნელოვანია.
„დღევანდელი შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა, სადაც  ვისაუბრეთ მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე. ჩვენ ვაპირებთ მთელი საზოგადოების ჩართულობას იმ  პრობლემების მოგვარებაში, რომელიც  დგას   ჩვენი რეგიონის წინაშე.  აღმოჩნდა,  რომ  შეხვედრაზე დამსწრე ყველა დეპუტატი,  რომლებიც   სხვადასხავა ფრაქციებს თუ პარტიებს წარმოადგენენ,  ერთხმად აღიარებს, რომ  აღმშენებლობის პროცესი დაიწყო და აქტიურად მიმდინაროებს. საკვირველია, რომ  პრობლემებმა ამ ერთი წლის მანძილზე საგრძნობლად იკლო და  ამ მიმართულებით მუშაობამ  იმატა.“-განაცხადა გუმერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2676
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2026
სექ 19 სამ 2023
2294
ივლ 05 ოთხ 2023
2440
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930