მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ქალთა საინფორმაციო ცენტრი მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში
18 თებ 2015
 

დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის  გამგეობის საკონფერენციო  დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო ცენტრმა“ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის ძირითად თემას პროექტის პრეზენტაცია წარმოადგენდა, რომელიც გულისხმობს  “ერთი ფანჯრის“  პრინციპის დანერგვას ადგილობრივ თვითმმართველობაში მოწყვლადი ჯგუფების პრობლემათა გადასაჭრელად.
შეხვედრის დამწრეებს, პროექტის კონცეფციისა  და  მიზნების შესახებ  ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში ალექსანდრე სვანიშვილი  ესაუბრა. მისი განმარტებით   კონცეფციის მიზანია „ერთი ფანჯრის“ პრინციპის მეთოდის გამოყენებით კოორდინირებული გახადოს სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სამოქალაქო სექტორის საქმიანობა და ხელი შეუწყოს  მათ მიერ მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფების  პრობლემის ოპერატიულად, კომპლექსურად, გამჭვირვალედ და სამართლიანად გადაწყვეტას.
„ერთი ფანჯრის“ პრინციპი გულისხმობს მოქალაქეებისთვის მიწოდებული მომსახურების  მოდელს, რომლის დროსაც ერთი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირები, სახელმწიფოს უწყებებისა და მუნიციპალიტეტში მოქმედ დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, პერიოდულად იკრიბებიან და უსმენენ  სოციალურად დაუცველ, დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს, რომლებიც თავიანთ მწვავე სოციალურ, ეკონომიკურ ჯანდაცვისა და სამართლებრივ პრობლემებს  წარმოადგენენ მათ წინაშე. შეხვედრების ჩატარების მეთოდოლოგია გულისხმობს პრობლემური შემთხვევების წინასწარ მოძიებას, გადამოწმებას და დოკუმენტირებას შეხვედრაზე წარსადგენად.
ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებს, გამგებელმა, მერაბ თოფჩიშვილმა მადლობა გადაუხადა აღნიშნული პროექტის პრეზენტაციისთვის და მათ მიერ წამოყენებული ახალი ინიციატივის  სამომავლოდ განხორციელებაში  სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2728
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2026
სექ 19 სამ 2023
2294
ივლ 05 ოთხ 2023
2440
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930