მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულმა ძიუდოში საქართველოს პირველობას უმასპინძლა
16 თებ 2015
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად  ქალაქ მარნეულში წერეთლისა და თბილისის ქუჩებზე „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ სასმელი წყლის ქსელების რეაბილიტაციის პროცესი დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.

როგორც მოქალაქეებმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან საუბრისას  განმარტეს  სასმელი წყლის მილებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რომელიც დროში იწელება,   დღეებია  ოჯახებს  წყალი არ მიეწოდებათ.  კიდევ ერთი პრობლემა რომელიც ამ ქუჩებზე მცხოვრებ მოსახლეობას აწუხებს მიმდინარე სამუშაოების გამო  გადათხრილი ქუჩები და  ცალკეულ ავარიულ  შემთხვევებზე კომპანიის მხრიდან  დაგვიანებული რეაგირებაა.
ადგილზე „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“  წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, რომელთაც  გამგებელმა, მერაბ თოფჩიშვილმა, აღნიშნულ ქუჩებზე  დღემდე არსებული და  მოუგვარებელი პრობლემის  მიზეზები გამოჰკითხა და ვითარების ოპტიმალური  გზით  გამოსწორება მოსთხოვა.
კომპანიის წარმომადგენლებმა   განმარტება გააკეთეს  რეაბილიტაციის პროცესში წარმოქმნილ პრობლემებთან  დაკავშირებით და თვითმმართველობის ხელმძღვანელობას და ადგილობრივ მოსახლეობას არსებული პრობლემის უახლოეს მომავალში აღმოფხვრას დაჰპირდნენ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2823
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2026
სექ 19 სამ 2023
2294
ივლ 05 ოთხ 2023
2440
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930