მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულის თვითმმართველობა შეჭირვებულ ოჯახებს საშეშე მერქნით ეხმარება
12 თებ 2015
 

ზამთრის სეზონთან დაკავშირებით მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისგან  90 სოციალურად შეჭირვებულ და ომში დაღუპულ ჯარისკაცთა  ოჯახებს  საშეშე მერქანი საჩუქრად გადაეცათ.

თითოეული კომლისთვის   განკუთვნილი 2 კუბური მეტრის მოცულობის შეშის დამზადებისა და ოჯახებამდე  მიტანას თავად თვითმმართველობა უზრუნველყოფს, რომლის პროცესშიც ჩართულია  გამგეობის სოციალური, მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურები, შპს „კომუნალური მეურნეობა“ და   საკრებულო.
„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის შეშის მარაგის გადმოცემა, რადგან ფაქტიურად მთელი ზამთრის განმავლობაში ვერ ვახერხებდით ღუმელის დანთებას, მხოლოდ დილით ავანდებდით, რომ ოდნავ გაგვეთბო სახლი. მადლობას ვუხდით ადგილობრივ ხელისუფლებას, იმისთვის რომ გულთან მიიტანეს ჩვენი გასაჭირი და დაგვეხმარნენ.“- განაცხადა აფხაზეთის ომში დაღუპული იური ნადირაძის დედამ, ელენე ნადირაძემ.
ბენეფიციარებისთვის შეშის დარიგების პროცესი 10 თებერვალს დაიწყო და ეტაპობრივად მიმდინარეობს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2671
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2024
სექ 19 სამ 2023
2294
ივლ 05 ოთხ 2023
2440
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930