სიახლეები
ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით მარნეულის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა
25 ნოემ 2014
კვირეულის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სახის ღონისძიებები უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს.პროკურორები მარნეულის საჯარო სკოლის უფროსკლასელ მოსწავლეებს და 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შეხვდნენ. სემინარს ასევე საჯარო სკოლის დირექტორები, რაიონის მოსახლეობისთვის ცნობადი და ავტორიტეტული პირები და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროკურატურის წარმომადგენლები საზოგადოებას იმ სამართლებრივი შედეგების შესახებ ესაუბრნენ, რაც თან ახლავს არასრულოწლოვანთან სქესობრივ კავშირს (ქორწინებას), თავისუფლების უკანონო აღკვეთას, გაუპატიურებას (ცოლად მოყვანის შემთხვევაში სქესობრივ კავშირს ძალადობით) და ოჯახურ ძალადობას.ღონისძიების ფარგლებში მოხსენება გააკეთეს ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენელმა, ექიმმა-გინეკოლოგმა და სოციალურმა მუშაკმა. მათ იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რაც მოყვება ნაადრევ ქორწინებასა და ძალადობას, რადგან მსგავსი ქმედებები იწვევს გარკვეულ ფიზიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ პრობლემებს. ასევე ისაუბრეს იმ ღონისძიებებზე, რაც დანაშაულის მსხვერპლის რეაბილიტაციისთვის უნდა გატარდეს.„ოჯახური ძალადობის კვირეულის“ ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები არასრულწლოვანი მდედრობითი სქესის და ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობის უფლებების დაცვას ისახავს მიზნად. {AG}2014.11.25-prokurori.dzaladob{/AG}
მნახველთა რაოდენობა: 2681
სიახლეები
მაი 02 ხუთ 2024
104
აპრ 03 ოთხ 2024
820
აპრ 22 ოთხ 2020
15954
აპრ 22 შბ 2017
29198
იან 09 ორშ 2017
28770
აგვ 30 სამ 2016
30743
აგვ 27 შბ 2016
30020
სექ 02 პარ 2016
28464
აგვ 26 პარ 2016
27941