მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

გამგეობის თათბირი 18.11.2014
18 ნოემ 2014
 
 თათბირზე ძირითადად საუბარი შეეხო შეშით მომარაგების, დასუფთავების მოსაკრებელის, წყლის გამრიცხველიანებისა და  საბავშო ბაღების დროული ექსპლუატაციის საკითხებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარნეულის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის  უფროსმა ნუკრი მემარნიშვილმა  მიწების აღრიცხვიანობის სრულყოფილების საჭიროებაზე  ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია სახელმწიფოსა  და ფერმერთა მფლობელობაში არსებული  მიწების გამიჯნვა.  მემარნიშვილის  თქმით, რაიონის მასშტაბით უკვე დაწყებულია საშემოდგომო ხვნა- თესვის პროცესი და უკვე ითესება  ხახვი და ხორბლი.  ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსმა მამუკა ნავერიანმა გამგეობის  მიერ  სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში   გაწეული სამუშაოების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, გასულ კვირას  22 ადამიანს 10 133 ლარის  ოდენობის დახმარება გაეწია. მან ასევე ისაუბრა სპორტის სფეროში რაიონის ძიუდოისტების  წარმატებაზე.  მარნეულის კულტურის სახლის დირექტორმა ბესარიონ  ფაღავამ კულტურის სახლის კეთილმოწყობის სამუშაოების მიმდინარეობასა და  წინასაახალწლო მზადებაზე ისაუბრა. მისი თქმით, კულტურის სახლის ცენტრალური გათბობის სისტემით  უზრუნველყოფის მიზნით, უახლოეს დღეებში გამოცხადდება ტენდერი.  ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს შენობის ინტერიერის რეკონსტრუქცია. {AG}2014.11.18-gamgeobis.tatbiri{/AG}
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2769
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2047
სექ 19 სამ 2023
2315
ივლ 05 ოთხ 2023
2462
 
 
სიახლეები
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031