მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

გამგეობაში მარნეულის სასმელი წყლის მომარაგების საკითხებზე იმსჯელეს
13 ნოემ 2014
 
შეხვედრაზე  განიხილეს დაგეგმილი პროექტების  ურთიერთკოორდინაციის რეჟიმში განხორციელების საკითხები და ასევე   დეტალურად იმსჯელეს სასმელი წყლის  სისტემაში არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე.როგორც შეხვედრაზე შპს  "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის  ქვემო ქართლის რეგიონული ფილიალის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, ქალაქ მარნეულში   წყლის  გამრიცხველიანების პროცესი ბოლო ეტაპზეა   და სავარაუდოდ, სამ თვეში დასრულდება.შეხვედრის მხარეებმა ასევე ისაუბრეს აზიის განვითარების ფონდის  დაფინანსებით  ქალაქ მარნეულში სასმელი წყლისა და საკანალიზაციო  ქსელების რეაბილიტაციის პროექტის სამომავლოდ განხორციელების პერსპექტივაზეც.  როგორც შეხვედრაზე გაცხადდა,  პროექტი კორექტირების პროცესშია და ამ ეტაპზე,   აზიის განვითარების ფონდთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რათა დაზუსტდეს ვადები, თუ როდის მოხდება აღნიშნული პროექტის დაფინანსება. {AG}2014.11.13-wyalmomaragebis.kompania{/AG}
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2747
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2045
სექ 19 სამ 2023
2314
ივლ 05 ოთხ 2023
2462
 
 
სიახლეები
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031