სიახლეები
გამგეობაში „აი სი ჯგუფის“ აგროდაზღვევის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა
09 ოქტ 2014
პრეზენტაციას გამგეობის ხელმძღვანელი პირები, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარნეულის საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლები, ფერმერები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.„აი სი ჯგუფის“ აგროდაზღვევის პროგრამის მიხედვით სადაზღვევო რისკებისგან იფარება შემდეგი სასოფლო სამეურნეო კულტურები: მარცვლეული, პარკოსანი, ბაღჩეული, ვაზი, ხეხილი, კენკროვანი, კაკლოვანი, სუბტროპიკული, ციტრუსები, ვაზი და ხეხილი.აღნიშნული პროგრამით ხდება როგორც მცირე, ისე საშუალო ზომის საფერმერო ბიზნესის დაზღვევის სუბსიდერება მიახლოებით პრემიის 80% ოდენობით.პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევად მიიღება მხოლოდ ისეთი მიწის ნაკვეთები, რომლებზეც წარდგენილია საკადასტრო კოდი ან აზომვითი ნახაზი ან GPS კოორდინატები.დაზღვევის პროგრამის შესაბამისად ანაზღაურებას ექვემდებარება მოსავლისთვის მიყენებული ზიანი, რომელიც გამოწვეულია- სეტყვისგან, ჭარბი ნალექისგან, ქარიშხლისგან და საშემოდგომო ყინვისგან.აგროდაზღვევის საპილოტე სახელმწიფო პროგრამა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა და მას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში აგროდაზღვევის სტიმულირების მიზნით, სადაზღვევო პრემიის 70%-დან 95%-მდე თანხას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო დააფინანსებს. აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამაში სულ 4 ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანია - „ჯიპიაი ჰოლდინგი“, „ალდაგი“, „აი სი ჯგუფი“ და „ირაოა“ ჩართული.
{AG}2014.10.09-agrodazgveva{/AG}
მნახველთა რაოდენობა: 2733
სიახლეები
მაი 02 ხუთ 2024
24
აპრ 03 ოთხ 2024
781
აპრ 22 ოთხ 2020
15916
აპრ 22 შბ 2017
29164
იან 09 ორშ 2017
28728
აგვ 30 სამ 2016
30705
აგვ 27 შბ 2016
29979
სექ 02 პარ 2016
28425
აგვ 26 პარ 2016
27906