სიახლეები
მარნეულში USAID ახალ პროექტს განახორციელებს
26 სექ 2014
„დემოკრატიული მმართველობა საქართველოში“ (G3) პროგრამა საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია თვითმმართველი ერთეულის საქმიანობისა და შედეგების თვითშეფასების მეთოდოლოგიისა და ობიექტურ ინდიკატორზე დაფუძნებული შეფასების ინსტრუმენტის შექმნა.პროექტის პრეზენტაცია ადგილობრივი ხელისუფლების კომპონენტის უფროსმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამა „დემოკრატიული მართველობა საქართველოში“(G3) დავით მიქელაძემ წარმოადგინა.მისი თქმით, მარნეულის მუნიციპალიტეტი ქალაქ რუსთავსა და თიანეთის მუნიციპალიტეტებთან ერთად შერჩეულ იქნა საპილოტე მუნიციპალიტეტად, რათა მოხდეს შემუშავებული თვითშეფასების მეთოდოლოგიის გამოცდა და შემდგომი დახვეწა.სტუმრების განმარტებით, თვითშეფასების ეს ინსტრუმენტი გამოყენებული იქნება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში და ხელს შეუწყობს ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოებს საქმიანობის ეფექტურად დაგეგმვასა და წარმართვაში.მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა დადებითად შეაფასა პროექტი და სტუმრებს მისი განხორციელებისთვის სამომავლო მხარდაჭერა აღუთქვა.„მოხარული ვარ, რომ დაინტერესებულები ხართ თვითმმართველობის მიერ გაწეული საქმიანობის ხარისხის შესწავლით. პროექტით ობიექტურად შეფასდება თვითმმართველობის მუშაობის ხარისხი, რაც ჩვენს მიერ გაწეულ მომსახურებას უფრო ეფექტურს გახდის. ჩვენ მზად ვართ მჭიდროდ ვითანამშრომლოთ პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე.“- განაცხადა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა.
{AG}26.09.2014-USAID.samushao.shekhvedra{/AG}
მნახველთა რაოდენობა: 2792
სიახლეები
მაი 02 ხუთ 2024
35
აპრ 03 ოთხ 2024
786
აპრ 22 ოთხ 2020
15922
აპრ 22 შბ 2017
29170
იან 09 ორშ 2017
28733
აგვ 30 სამ 2016
30708
აგვ 27 შბ 2016
29986
სექ 02 პარ 2016
28430
აგვ 26 პარ 2016
27913