სიახლეები
მარნეულის გამგეობაში რეგიონალური ნაგავსაყრელის პროექტზე იმსჯელეს
25 სექ 2014
შეხვედრის მონაწილეებმა პროექტის დამუშავების ამჟამინდელ ორ ძირითად ვარიანტზე იმსჯელეს და მის დადებით და უარყოფით მხარეებზე გაამახვილეს ყურადღება. განხილვის საგანს თვითმმართველობების მიერ მისაღები სესხის ოდენობა წარმოადგენდა, თუ რამდენად აისახება ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე აღებული ვალდებულების დაფარვა მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.ახალი ნაგავსაყრელის პროექტი, რომელიც შემუშავების სტადიაზეა, ქვემო ქართლის ხუთი მინიციპალიტეტის - მარნეულის, დმანისის, ბოლნისის, თეთრი-წყაროსა და წალკისთვის, ევროპული სტანდარტების შესაბამის რეგიონალური მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი ნაგავსაყრელის აშენებასა და ამავე მუნიციპალიტეტებში ნარჩენების შეგროვებასა და მართვის გაუმჯობესებას გულისხმობს. ნაგავსაყრელის მშენებლობა მარნეულის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, კი იალღუჯის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება.„ნაგავსაყრელის მშენებლობის პროექტი შემუშავების სტადიაშია, ჯერ მხოლოდ პროექტის კონცეფცია არსებობს. ამ ეტაპისთვის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, გარემოსდაცვითი და სოციალური ანალიზი მიმდინარეობს. დღევანდელი საკონსულტაციო შეხვედრა საინტერესო და აუცილებელი იყო, რადგან სწორედ ასეთი შეხვედრების დროს ვისმენთ მოსაზრებებს, რომლებიც შემდგომ დეტალურად განიხილება.“- განაცხადა პროექტის ეკოლოგიურ-სოციალურმა ექსპერტმა მაია გაჩეჩილაძემ.პროექტის ეკოლოგ-ინჟინერმა დოქტორმა კრის სტოკსმა ნაგავსაყრელის ადგილმდებარეობის შერჩევასა და მისი ეკოლოგიური უსაფრთოხების შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით ნაგავსაყრელის ადგილის შერჩევა საქართველოს კანონმდებლობის დაცვითა და ევროსტანდარტების გათვალისწინებით მოხდა.მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ზაურ ტაბატაძის აზრით, აღნიშნული პროექტის განხორციელება რეგიონში ეკოლოგიური პრობლემების პრევენციას შეუწყობს ხელს.„გარემოს დაბინძურების ხარისხიდან გამომდინარე, ახალი ნაგავსაყრელის პროექტის განხორციელება აქტუალური საკითხია. რადგან ჩვენ ევროპული ოჯახის წევრობას ვაპირებთ, გარემოპირობებიცა და ეკოლოგიური მოთხოვნებიც ევროსტანდარების შესაბამისად მოგვეთხოვა. ამიტომ, ეს პროექტიც ზუსტად ითვალისწინებს შესაბამის სტანდარტების დაცვას. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ნარჩენების მართვის ისეთი სისტემა, რომელიც თავიდან აგვაცილებს გარემოს დაბინძურებას. რადგან პროექტი შესწავლის სტადიაშია, განიხილება მისი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. პროექტი იხვეწება და მალე სასურველ შედეგამდე მივალთ.“- აღნიშნა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ზაურ ტაბატაძემ.
{AG}25.09.2014-axali.nagavsayreli.proeqt{/AG}
მნახველთა რაოდენობა: 2796
სიახლეები
მაი 02 ხუთ 2024
29
აპრ 03 ოთხ 2024
784
აპრ 22 ოთხ 2020
15918
აპრ 22 შბ 2017
29167
იან 09 ორშ 2017
28729
აგვ 30 სამ 2016
30706
აგვ 27 შბ 2016
29980
სექ 02 პარ 2016
28428
აგვ 26 პარ 2016
27907