სიახლეები
მარნეულის გამგებელმა სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს პირველი ზარი მიულოცა
15 სექ 2014
კირაჩ-მუღანლოს საჯარო სკოლაში, პირველი სასწავლო დღე, ამავე სოფელში დაბადებული პოეტისა და ღვაწლმოსილი პიროვნების ჰასან მამედოვის 120 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებით დაიწყო.აღნიშნული ღონისძიება, კირაჩ-მუღანლოს საქველმოქმედო ფონდის ორგანიზებით გაიმართა.„მთელი გულით ვულოცავ მარნეულისა და სრულიად საქართველოს საჯარო სკოლების პედაგოგებსა და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას. განსაკუთრებით კი ვულოცავ პირველკასელებს, რომელთაც დღეს პირველად შეაღეს სკოლის კარი და მათთვის უჩვეულო, განსხვავებულ გარემოში მოხვდნენ. თითოეულ მათგანს წინსვლას და წარმატებებს ვუსურვებ.მისასალმებელია, როცა სკოლაში სასწავლო წელი ისეთი სამაგალითო პიროვნების დამსახურებების გახსენებით იწყება, როგორიცაა ჰასან მამედოვი, რომელსაც ამ სკოლის დაარსებასა და განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის.“- განაცხადა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა.კირაჩ-მუღანლოს საჯარო სკოლაში პირველკლასელებს, პირველი ზარის დღესასწაულის აღსანიშნავად, სახელმწიფოს მიერ უფასოდ გამოყოფილი სასწავლო ნეთბუქები გადასცეს.აღსანიშნავია, გამგებლის სახელით, მარნეულის ყველა საჯარო სკოლასა და ბაღს სასწავლო წლის დაწყების მისალოცი ბარათები დაეგზავნათ.
{youtube}2oghk8GKy-0{/youtube}
{AG}15.09.2014-shekhvedra-skolebshi{/AG}
მნახველთა რაოდენობა: 2843
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
684
აპრ 22 ოთხ 2020
15817
აპრ 22 შბ 2017
29060
იან 09 ორშ 2017
28598
აგვ 30 სამ 2016
30613
აგვ 27 შბ 2016
29876
სექ 02 პარ 2016
28316
აგვ 26 პარ 2016
27815
აგვ 30 სამ 2016
25920
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შბ | კვ |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 | 31 |