მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მერაბ თოფჩიშვილი საზაფხულო სკოლის მსმენელებს შეხვდა
03 სექ 2014
 
ღონისძიების დასასრულს, ამავე სკოლის მსმენელებს  მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი  მერაბ თოფჩიშვილი  შეხვდა და სკოლის დამთავრება პირადად მიულოცა.გამგებლისა და ახალგაზრდების შეხვედრა  კითხვა- პასუხის რეჟიმში გაიმართა.ახალგაზრდები დაინტერესდნენ კულტურის, განათლების, ეკოლოგიის საკითხებით, ასევე სოციალურ სფეროში არსებული მდგომარეობითა და მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ახალგაზრდებისთვის სტაჟირების გავლის შესაძლებლობებით.მერაბ თოფჩიშვილმა ახალგაზრდებს მარნეულში დაგეგმილი ბიბლიოთეკის მშენებლობის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც ამავდროულად ლიტერატურული კაფის ფუნქციას შეითავსებს.„ვფიქრობ საინტერესო შეხვედრა გაიმართა ახალგაზრდებთან.  ვულოცავ  მათ  სკოლის დამთავრებას და  ვუსურვებ წარმატებებს.სასიამოვნოა ის, რომ შეხვედრის დროს ბევრი საინტერესო კითხვა დაისვა, რომელიც აუცილებლად გასათვალისწინებელია.მოხარული ვარ, რომ  ასე აქტიურად არიან ახალგაზრდები სხვადასხვა აქტივობებში ჩართულები და რაციონალურად მსჯელობენ, “ - განაცხადა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა.აღსანიშნავია, რომ ამავე შეხვედრის დროს  მერაბ თოფჩიშვილმა გააჟღერა  იდეა, რომელიც სამომავლოდ გამგებლისა და ახალგაზრდების სისტემატურ შეხვედრას გულისხმობს და რომელიც ყოველი მომდევნო თვის კონკრეტულ რიცხვში  გაიმართება.ღონისძიების მონაწილეებმა საზაფხულო სკოლის შედეგები შეაჯამეს  და  სამომავლო გეგმები დასახეს. სკოლის  მსმენელებსა და სპიკერებს გადაეცათ სამახსოვრო სერთიფიკატები. {AG}02.09.2014-shekhvedra.saz.skol.msmenelebtan{/AG}
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2765
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2158
სექ 19 სამ 2023
2399
ივლ 05 ოთხ 2023
2537
 
 
სიახლეები
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031