საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით მარნეულის მუნიციპალიტეტში დღეს საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
საახალწლო პროგრამის ფარგლებში, ადგილზე მოსულ სტუმრებს, მთელი დღის განმავლობაში საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა დახვდათ.
ბავშვებისთვის მოწყობილი იყო სპეციალური სივრცეები. ღონისძიებაზე მოსული სტუმრების განწყობაზე ანიმატორები ზრუნავდნენ. თოვლის ბაბუამ საჩუქრები დაარიგა. მოეწყო საკარნავლო მსვლელობა.
დამდეგი ახალი წელი მოსახლეობას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში ზაურ დარგალმა მიულოცეს.
მაყურებელთა წინაშე წარსდგნენ ადგილობრივი ვოკალური შემსრულებლები, ჯგუფები: „ქუჩის მუსიკოსები“ და „რეზო და ბავშვები“.
საზეიმო გალა კონცერტი ფეიერვერკით დასრულდა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!
სიახლეები
მარნეულის მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიება გაიმართა
30 დეკ 2022
მნახველთა რაოდენობა: 2314
სიახლეები
მაი 02 ხუთ 2024
963
აპრ 03 ოთხ 2024
1585
აპრ 22 ოთხ 2020
16745
აპრ 22 შბ 2017
30058
იან 09 ორშ 2017
29556
აგვ 30 სამ 2016
31450
აგვ 27 შბ 2016
30705
სექ 02 პარ 2016
29280
აგვ 26 პარ 2016
28668