მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში ნიკო ფიროსმანის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
11 ნოემ 2022
 

ქალაქ მარნეულის მეექვსე საჯარო სკოლაში, ქართველი მხატვრის - ნიკო ფიროსმანის დაბადებიდან 160 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო  გაიმართა. ღონისძიების „სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ“,  ფარგლებში, მოსწავლეებმა წარმოადგინეს თეატრალური პერფორმანსი ნიკო ფიროსმანის შემოქმედებაზე.

ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თემურ შუბითიძე, მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ფუნქციათა შემსრულებელი, ხანალი კახრამანოვი, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ გენიალური ქართველი პრიმიტივისტი მხატვარი - ნიკო ფიროსმანი, ახალი სამხატვრო ეპოქის ფუძემდებელი გახდა საქართველოში. იგი დამსახურებულად იკავებს ადგილს ისეთი მხატვრების გვერდით როგორებიც არიან ვინსენტ ვან გოგი, პოლ სეზანი, პაბლო პიკასო, ანრი მატისი და სხვა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1296
 
 
 
სიახლეები
დეკ 31 შბ 2022
984
 
 
სიახლეები
2023 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930