მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

პრეს - რელიზი
25 აგვ 2014
 
ფესტივალის ორგანიზატორია პოლონეთის არასამთავრობო ორგანიზაცია „FUNDACJA INNA PRZESTRZEŃ“. ორგანიზაციის მისიაა ხელი შეუწყოს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, კულტურათა მრავალფეროვნებასა და შემწყნარებლობას. ორგანიზაციის მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში კულტურული და შემოქმედებით ინიციატივებისა და პროექტების მეშვეობით სოციალური ცხოვრების ნაკლებად შესწავლილ სფეროებში რეალური ცვლილებების მოხდენა.მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობით ჩატარდა წერაქვის სკოლის შენობის რეაბილიტაცია, სადაც ამჟამად სამუშაო ჯგუფი იმყოფება. კერძოდ, დამონტაჟდა სააბაზანოები და კეთილმოეწყო სველი წერტილები, აგრეთვე გაიწმინდა და მომზადდა ტერიტორია, სადაც სცენები უნდა განლაგდეს. მიმდინარეობს სოფლამდე მისასვლელი გზის შეკეთება. უკვე მოგვარდა სასმელი წყლით სოფლის მომარაგებისა და გარე განათების საკითხები. მარნეულის გამგებლის მერაბ თოფჩიშვილის განცხადებით, ამგვარი მასშტაბური ფესტივალი გამოაცოცხლებს მრავალეროვანი რეგიონის კულტურულ და ეკონომიკურ ცხოვრებას, რაც არა მხოლოდ დამატებით შემოსავალს მოუტანს მასპინძელი სოფლის მოსახლეობასა და პროდუქტების სხვა მომწოდებლებს, არამედ განამტკიცებს ადამიანთა ურთიერთპატივისცემასაც. ღონისძიების შეუფერხებლად ჩატარების მიზნით ფესტივალის დღეებში დაინიშნება ავტობუსების რეისები, რომლებიც სტუმრებს უფასოდ მოემსახურებიან. ზეიმის დღეებში მთელ ტერიტორიაზე მობილიზებული იქნება საპატრულო პოლიციისა და გადაუდებელი დახმარების სამსახურები. ფესტივალის კოორდინატორის აბდულა მეხტიევის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, გარდა მუსიკალური ნაწილისა, იგეგმება სხვა პროექტებიც. მაგალითად, დოკუმენტური ფილმების გადაღება, ფოტოგალერეის შექმნა, ფესტივალის ყოველდღიური გაზეთის “One Caucasus daily”-ის გამოცემა, ჟურნალისტური სემინარები და მრავალი სხვა. ფესტივალის პროგრამაშია:• სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის თანამედროვე კულტურის გალერეა;• მუსიკის ზონა: სემინარი, იმპროვიზირებული კონცერტი და მედიტაცია მუსიკის მეშვეობით;• ადამიანის უფლებათა კუთხე: სემინარი, თუ როგორ უნდა ჩავერთოთ ადამიანის უფლებათა დაცვის არაპოლიტიკურ ქმედებებში;• კინოს არაფორმალური ზონა: მარტივი დიზაინის, იაფად აშენებული ფუნქციონალური კინოთეატრები შემოგთავაზებენ შთამბეჭდავი ფილმების პროგრამას;• საბავშვო ზონა: ინგლისურის სწავლება გართობის მეშვეობით;• ადამიანი მარნეულის რაიონის სოფლებში: ადგილობრივი მაცხოვრებლების პორტრეტების ფოტოგამოფენა.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3218
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2022
სექ 19 სამ 2023
2292
ივლ 05 ოთხ 2023
2437
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930