მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

საქართველო- აზერბაიჯანელ ჟურნალისტთა თვალით
04 აგვ 2014
 
შეხვედრა თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა და კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუმრების კითხვებს პასუხობდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბატონი მერაბ თოფჩიშვილი და საკრებულოს თავჯდომარე ბატონი ნაბი აბდულაევი. სტუმრებმა ერთხმად აღნიშნეს რომ შეხვედრა ძალიან საინტერესო და კონსტრუქციული იყო, სტუმრები გაეცვნენ რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და დადებითად შეაფასეს. შეხვედრის ბოლოს მუნიციპალიტეტი სტუმრებს გაუმასპინძლდა ტრადიციული ქართული სუფრით. ქართული კერძების დაგემოვნების შემდეგ ჟურნალისტებმა აღფრთოვანება გამოთქვეს და გულითადი მადლობა გადაიხადეს ქართული სტუმართმასპინძლობისთვის.საქართველოში მოღვაწე აზერბაიჯანელთა კულტურის ცენტრის ახალგაზრდული განყოფილების ორგანიზებითა და საქართველოს ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროსთან არსებული ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორცილედა პროექტი სახელწოდებით - „საქართველო- აზერბაიჯანელ ჟურნალისტთა თვალით“. პროექტი გრძელდება 2014 წლის 1-დან 4 აგვისტომდე. პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს აზერბაიჯანის მასმედიაში ქართული კულტურის და ისტორიის განვითარების შესახებ აზერბაიჯანელი მკითხველის ინფორმირება. ვიზიტის ფარგლებში ჟურნალისტებისთვის საქართველოს რამდენიმე ქალაქის ისტორიულ ადგილებში ექსკურსიები მოეწყო, ჩატარდა კონფერენციები საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების თემაზე, შეხვედრები საქართველოს ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებთან, კულტურისა და საზოგადოების მოღვაწეებთან; საქართელოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებთან გაიმართა საუბარი მრგვალ მაგიდასთან. აზერბაიჯანელი ჟურნალისტები ვიზიტის შესახებ მოამზადებენ  რეპორტაჟებს,  ბროშურას და ვიდეორგოლებს, რასაც  წარუდგენენ აზერბაიჯანელ საზოგადოებას. {AG}03.08.2014-shekvedra.azerbaijanel.jurnalistebtan{/AG}
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2691
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2022
სექ 19 სამ 2023
2292
ივლ 05 ოთხ 2023
2437
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930