მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზება კვლავ განხორციელდა
21 აპრ 2020
 

მარნეულის მუნიციპალიტეტიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზება კვლავ განხორციელდა. ადგილობრივ ფერმერებს საშუალება მიეცათ პროდუქტების რეალიზება ადგილზე მოეხდინათ.

მარნეულიდან რეკომენდაციების დაცვით, ბოსტნეულის გატანა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და რეგიონული შტაბის ჩართულობით ხდება. პროდუქტის ტრანპორტირებას კომპანია „ჯიბე“ ახორციელებს, რომელსაც ყველა მოთხოვნის შესაბამისი ინფრასტრუქტურა გააჩნია.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ეტაპზე, ზემოთ აღნიშნული კომპანიის მიერ გატანილი იქნა: კიტრი, კომბოსტო, კარტოფილი და სხვა სახის ბოსტნეული.

„კიდევ ერთხელ ხაზგასმით მსურს ამ საკითხზე მკაფიოდ ვისაუბრო და განვაცხადო, რომ მარნეულში ადგილობრივ ფერმერებს, საკარანტირე რეჟიმის წესების დაცვით, შესაძლებლობა აქვთ, მუნიციპალიტეტიდან გაუსვლელად, სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზება ადგილზე მოახდინონ“ - მარნეულის მერი ზაურ დარგალი.

მოგახსენებთ, რომ შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები, კვლავ აგრძელებენ მოლაპარაკებებს, მსხვილი სავაჭრო ცენტრების ხელმძღვანელებთან, ფერმერებისთვის პროდუქციის შეუფერხებლად და უწყვეტ რეჟიმში რეალიზაციის მიზნით.

მარნეულიდან ტვირთის გატანის პროცესს, მონიტორინგს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები უწევენ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 501
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2020 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930