მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, განხორციელდა მოხალისეთა ჯგუფების მობილიზება, რომლებსაც სპეციალური გადამზადება წითელი ჯვრის საზოგადოებამ ჩაუტარა.
აღსანიშნავია, რომ მოხალისეების აქტიური ჩართულობით მუნიციპალიტეტში სხვადასხვა პრევენციული ღონისძიება განხორციელდა.
კამპანისს „დარჩი სახლში“ ფარგლებში, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, სოციალური პაკეტები დაურიგდათ, პირველადი მოხმარების ნივთებითა და საკვები პროდუქტით.
ასევე, მაღალმთიან სოფელ წერაქვში, მუნიციპალიტეტის მხრიდან გაგზავნილ იქნა სატრანსპორტო საშუალება და მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცა მოემარაგებინათ პირველადი მოხმარების ნივთები და სურსათი.
შეგახსენებთ, რომ 23 მარტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები გამოცხადდა სპეციალურ საკარანტინო ზონად.
სიახლეები
მარნეულში მოხალისეებმა სოციალური პაკეტები დაარიგეს
24 მარ 2020
მნახველთა რაოდენობა: 4747
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
426
აპრ 22 ოთხ 2020
15593
აპრ 22 შბ 2017
28818
იან 09 ორშ 2017
28376
აგვ 30 სამ 2016
30384
აგვ 27 შბ 2016
29672
სექ 02 პარ 2016
28087
აგვ 26 პარ 2016
27588
აგვ 30 სამ 2016
25728