კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, სლოგანით #StopCov- „გახდი მოხალისე – შეაჩერე ვირუსის გავრცელება", მარნეულის მუნიციპალიტეტში მოხალისეთა ტრენინგები დაიწყო.
პირველი ნაკადის მოხალისეთა ჯგუფები, მუნიციპალიტეტისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების თანამშრომლობის ფარგლებში, მარნეულის ფილიალის წარმომადგენლებმა გადაამზადეს.
ტრენინგის ფარგლებში, მოხალისეებს მიეწოდათ შესაბამისი რეკომენდაციები და დაურიგდათ საინფორმაციო ფლაერები.
ტრენინგები მოხალისეთა მსურველებისთვის მომავალ დღეებშიც ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ COVID-19-ის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, ადგილობრივმა თვითმმართველობამ მოახდინა მოხალისეთა მობილიზება. მოხალისეები საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ხანდაზმული მოქალაქეების მედიკამენტებითა და პირველადი მოხმარების პროდუქტებით მომარაგებას და სხვა აქტივობებს.
აღნიშნული ღონისძიებები მიმართულია მოწყვლადი ჯგუფების თვითიზოლაციის ხელშეწყობისაკენ.
სიახლეები
მარნეულში მოხალისეებს წითელი ჯვრის საზოგადოება ატრენინგებს
20 მარ 2020
მნახველთა რაოდენობა: 4609
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
430
აპრ 22 ოთხ 2020
15602
აპრ 22 შბ 2017
28824
იან 09 ორშ 2017
28381
აგვ 30 სამ 2016
30389
აგვ 27 შბ 2016
29675
სექ 02 პარ 2016
28090
აგვ 26 პარ 2016
27592
აგვ 30 სამ 2016
25732