მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში დევნილი ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება შენდება
20 იან 2020
 

მარნეულში, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება შენდება. 31 სახლი იმ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ, რომლებიც მრავალი წელია მარნეულის მუნიციპალიტეტში ნგრევად ობიექტში ცხოვრობენ.

სამშენებლო სამუშაოები გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. საგრანტო პროგრამა, დევნილთა განსახლებასთან ერთად, მათ ეკონომიკურ, სოციალურ და საგანმანათლებლო ინტეგრაციას, ასევე შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, გრანტების გადაეცემას ითვალისწინებს.

მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა,  მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა, ბესარიონ სიმონიშვილმა, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორმა, კლაუს ფაიგელმა, ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა, ვინსენტ დონტომ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს.

გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებულ პროექტს - „ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისათვის“ ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს. საგრანტო პროგრამა, 2019 წლის თებერვალში დაიწყო და 30 თვის განმავლობაში გრძელდება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1025
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2020 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031