მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

გთავაზობთ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მერაბ თოფჩიშვილის ინტერვიუს გაზეთ ,,განათლებაში" 31.01.2014 №47
17 თებ 2014
 
საქართველოში ბიძინა ივანიშვილის გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ძალიან ბევრი რამე შეიცვალა ხალხის სასიკეთოდ და ქვეყანამ საგრძნობლად ამოისუნთქა, მაგრამ ყველაზე მეტად აღსანიშნავია ახალი თანამდებობის პირების დამოკიდებულება ხალხის მიმართ, რაც ძალიან განსხვავდება სააკაშვილის გაქსუებული ჩინოვნიკების ქცევისაგან, რომლებიც იჯდნენ კაბინეტებში , არ ანაღვლებდათ ადამიანების ბედი და ყველანაირად ერიდებოდნენ მათთან ურთიერთობას. უფრო მეტიც შეურაწყოფასაც კი აყენებდნენ მათ, თავიანთი ცინიკური დამოკიდებულებით. დღევანდელი რეალობა სულ სხვა არის და ამ რეალობის ერთ-ერთი  თვალსაჩინო წარმომადგენელია  მარნეულის ახლად დანიშნული გაბგებელი ბატონი  მერაბ თოფჩიშვილი, რომელიც გამოირჩევა თავისი უბრალოებით, თავმდაბლობით და უშუალობით, რაც დადებით გამოძახილს პოულობს თითოეული მარნეულელის თვალში. მიუხედავად იმისა, რომ მარნეული ძალიან სპეციფიკური რაიონია, ბატონმა მერაბმა ძალიან კარგად მოახერხა სიტუაციასთან შეგუება და ბოლომდე გაითავისათითოეული იქ არსებული პრობლემა. იგი უდიდესი პატივისცემით და სიყვარულით სარგებლობს მოსახლეობაში და იქნებ ახლა მაინც ეშველოს მარნეულს და მარნეულელებს. მე როგორც ჟურნალისტი,  კმაყოფილი  დავრჩი მასთან საუბრით, მისი დამოკიდებულებით საქმისადმი და იმით თუ  როგორ მოახერხა ამ მცირე დროში ბოლომდე გაეთავისებინა მარნეულელების თითოეული პრობლემა, მოვისმინე მისი აზრი მარნეულის ინფრასტრუქტურის განვითარების, სოციალურად დაუცველების სუბსიდირების  და ქართულ მოსახლეობასთან  მარნეულელთა ინტეგრაციის შესახებ.   ბატონი მერაბი აგრეთვე დიდ ყურადღებას უთმობს მარნეულის განათლების სისტემას.  იგი დიდი მოწიწებით და პატივისცემით ესაუბრება თითოეულ პედაგოგს რაც,  კიდევ ერთხელ მეტყველებს მის ღირსებაზე და თვალსაჩინო ქართველობაზე. ბატონი მერაბი რეგულარულად ხვდება სკოლის პედაგოგებს, დიდი მოთმინებით ისმენს მათ პრობლემებს და მისთვის მინიჭებული უფლება მოსილების ფარგლებში ცდილობს  კიდეც მათ მოგვარებას. ბატონი მერაბი გასული წლის თორმეტ ნოემბერს იმყოფებოდა ქალაქ მარნეულის #1 საჯარო სკოლაში, შეხვდა პედაგოგებს და მოისმინა მათი პრობლემები, რომელთაგან აღსანიშნავია სკოლის ინფრასტრუქტურა და სასმელი წყლის არ მიწოდება დავალიანების გამო. ბატონმა მერაბმა დახმარება აღუთქვა პედაგოგებს და შეპირდა, რომ დააყენებდა სააკითხს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან აღნიშნული პრობლემების შესახებ. შეხვედრის შემდეგ სკოლის დირექტორმა დუნია ხასმამედოვმა და პედაგოგიურმა კოლექტივმა მადლობა მოუხადეა  გამგებელს.ბატონო მერაბ! მეც მინდა უდიდესი მადლობა  მოგიხადოთ ყველაფრისთვის, წარმატებეები გისურვოთ თქვენს საქმიანობაში, გფარავდეთ ღმერთი და მანვე ამრავლოს ამ ქვეყნად თქვენნაირი ჭეშმარიტი მამულიშვილები, სწორედ თქვენისთანა ადამიანები უნდა ინიშნებოდნენ თანამდებობებზე, რადგან მხოლოდ მათ შეუძლიათ აკეთონ საქვეყნო საქმე.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2876
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
2031
სექ 19 სამ 2023
2300
ივლ 05 ოთხ 2023
2451
 
 
სიახლეები
2024 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031