მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

შეხვედრა ახალგაზრდებთან
20 აგვ 2019
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი, საჯარო ბიბლიოთეკაში, ადგილობრივ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც მონაწილეობას იღებენ, მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტის შექმნაში.

მარნეულის მუნიციპალიტეტი მიზნად ისახავს დაამტკიცოს მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის მიერ განსავითარებელ მიმართულებებს და განსახორციელებელ ძირითად პროექტებს.

პრიორიტეტების დოკუმენტის დამატებით კომპონენტს ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართულობა წარმოადგენს, რომლებიც მოსახლეობაში ადგილზე ჩაატარებენ გამოკითხავს.

პროექტის ფარგლებში, მოხალისეები გადამზადდნენ, მოსახლეობის გამოკითხვის მეთოდოლოგიის, შემთხვევითი შერჩევის პრინციპის და რესპოდენტებთან მუშაობის ეთიკის საკითხებში. აღნიშნულ კვლევაში ჩართული იქნება 137 მოხალისე, რომლებიც მოსახლეობისთვის სასურველ ენაზე აწარმოებს კითხავრის შევსებას.

მოსახლეობის აქტიური მონაწილეობა საზოგადოებრივი საჭიროებების კვლევისა და შესაძლებლობის შეფასების ეტაპზე, მუნიციპალიტეტს მისცემს საშუალებას, პროცესი იყოს გამჭირვალე და პრიორიტეტების დოკუმენტი მორგებული თითოეულ მოქალაქეზე.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 385
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2019 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30